Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ტაჯიკეთს დაეხმარება ვითარების სტაბილიზაციაში


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი ტაჯიკეთს დაეხმარება ვითარების სტაბილიზაციაში მას შემდეგ, რაც ბოლოდროინდელმა ძალადობამ 20-ზე მეტი ადამიანი შეიწირა. პუტინის თქმით, ტაჯიკეთს შეუძლია იქონიოს რუსეთის „დახმარებისა და მხარდაჭერის“ იმედი, თუმცა, მისივე თქმით, ტაჯიკეთის შეიარაღებული ძალები "წარმატებით ართმევენ თავს წარმოქმნილ პრობლემებს". პუტინმა ეს განცხადებები გააკეთა 15 სექტემბერს დუშანბეში, "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის" შეხვედრასთან დაკავშირებით ვიზიტის დროს. ეს ორგანიზაცია, რომელშიც რუსეთი დომინირებს, ექვს პოსტსაბჭოთა ქვეყანას აერთიანებს. 4 სექტემბერს ტაჯიკეთში მოხდა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, აბდუჰალიმ ნაზარზოდას, ერთგული შეიარაღებული პირების შეტაკება მთავრობის ჯარებთან. დაიღუპა 26 ადამიანი, მათ შორის ცხრა პოლიციელი.

XS
SM
MD
LG