Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი შეისწავლის უკრაინის მიერ დაწესებულ ახალ სანქციებს


რუსეთის ვიცე-პრემიერი, არკადი დვორკოვიჩი აცხადებს, რომ მოსკოვი შეისწავლის უკრაინის მიერ დაწესებული ახალი სანქციების შესაძლო შედეგებს. დვორკოვიჩმა 17 სექტემბერს საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ საუბრისას გააკეთა ეს განცხადება. უკრაინამ 16 სექტემბერს დაუწესა, ზოგ შემთხვევაში კი გაუხანგძლივა სანქციები 400-ზე მეტ ინდივიდს და 90-მდე კომპანიას მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებმა დანიშნეს ვადა „უკანონო არჩევნების“ ჩასატარებლად. დონეცკის ოლქში სეპარატისტების ლიდერმა ალექსანდრ ზახარჩენკომ ხელი მოაწერა განკარგულებას არჩევნების 18 ოქტომბერს ჩატარებაზე. ხოლო უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს შეფასებით, სეპარატისტების ნაბიჯი საფრთხეს უქმნის მინსკის სამშვიდობო შეთანხმების შესრულებას. უკრაინა 25 ოქტომბერს აპირებს ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას. მინსკის შეთანხმებით, ადგილობრივი არჩევნები ერთად უნდა ჩატარდეს სეპარატისტულ რეგიონებშიც და დანარჩენ უკრაინაშიც. უკრაინის მიერ სანქცირებული პირების სიაში არიან რუსეთის პარლამენტის წევრები და სეპარატისტების ლიდერები.

XS
SM
MD
LG