Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხორვატიის ტერიტორიაზე 5600-ზე მეტი მიგრანტი შევიდა


ხორვატიის პოლიციის ცნობით, ქვეყნის ტერიტორიაზე ამ დროისთვის შესულია 5650 მიგრანტი. მიგრანტებმა 16 სექტემბერს შეცვალეს ბალკანეთის მარშრუტი მას შემდეგ, რაც უნგრეთმა ჩაკეტა სერბიასთან საზღვარი. სერბიაში მყოფმა ლტოლვილებმა ამის შემდეგ ხორვატიას მიაშურეს. იქ მათ რეგისტრაციის შემდეგ იღებენ დედაქალაქ ზაგრებთან მდებარე ცენტრებში. ხორვატია აცხადებს, რომ თავს გაართმევს რამდენიმე ათას, მაგრამ არა ათიათასობით მიგრანტთან დაკავშირებულ ამოცანებს. ამასობაში, გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა განაცხადა, რომ „შოკირებულია“ მიგრანტებთან მიმართებით უნგრეთის ქმედებით. ეს კრიტიკა მოჰყვა უნგრეთის პოლიციის მიერ ცრემლმდენი გაზის და წყლის ჭავლის გამოყენებას ასობით მიგრანტის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც მათ სერბიის საზღვართან დამაგრებული მავთულხლართები გაარღვიეს და უნგრეთში შეჭრა სცადეს.

XS
SM
MD
LG