Accessibility links

logo-print

კრემლი აკრიტიკებს მედიის ჩართვას უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაში


კრემლი „სრულიად მიუღებლად“ მიიჩნევს უკრაინის გადაწყვეტილებას, მედიის მრავალი წარმომადგენელიც შეიყვანოს სანქცირებულების სიაში. კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 17 სექტემბერს გამოაცხადა, რომ მოსკოვი გმობს ამ ნაბიჯს, რომელიც „არ შეესაბამება თავისუფლების პრინციპებს“. 16 სექტემბერს უკრაინამ რამდენიმე ათეულ ჟურნალისტს, მათ შორის ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია BBC-ის სამ კორესპონდენტს აუკრძალა უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა. მედიის წარმომადგენლები შედიან სანქცირებულების სიაში, რომელსაც ხელი მოაწერა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ. სულ 400-მდე ადამიანზე ვრცელდება უკრაინაში შესვლის აკრძალვა. ნიუ-იორკში დაფუძნებული ორგანიზაცია „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ საგანგებო განცხადებაში გამოთქვამს უარყოფით რეაქციას პოროშენკოს გადაწყვეტილებაზე.

XS
SM
MD
LG