Accessibility links

logo-print

უეფა კოსოვოს გაწევრიანების თემას მომავალ კონგრესზე განიხილავს


სერბიის ყოფილი ოლქის, კოსოვოს მიზნისკენ, გახდეს ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირის, უეფას წევრი, გადაიდგა კიდევ ერთი ნაბიჯი. უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა თანხმობა თქვა, რომ წევრობის სურვილის შესახებ კოსოვოს განაცხადს მომავალ კონგრესზე, გაისად მარტში, დღის წესრიგში შეიტანს. თუ საკითხი დადებითად გადაწყდა, უეფას კოსოვოს სახით 55-ე წევრი დაემატება. თუ უეფას წევრი გახდა, კოსოვოს შესაძლებლობა მიეცემა, მომავალში, ფიფას, მსოფლიო საფეხბურთო კავშირის წევრიც გახდეს. ოლქი სერბიას ცალმხრივად გამოეყო 2008 წელს. სერბია მას მერე სასამართლოების გზით ცდილობს არ დაუშვას საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის ფიფაში, თავისი ყოფილი ოლქის გაწევრიანება.

XS
SM
MD
LG