Accessibility links

კუნძულ ლესბოსთან ლტოლვილებისკიდევ ერთი გემი ჩაიძირა


საბერძნეთის კუნძულ ლესბოსთან, სამაშველო შვეულმფრენმა მოახერხა ოცი ადამიანის გადარჩენა მას მერე, რაც მათმა გემმა კატასტროფა განიცადა. გადარჩენილთა თანახმად, კიდევ ოცამდე ადამიანია დაკარგული.19 სექტემბერს თურქეთიდან საბერძნეთისკენ გზად დაიღუპა ხუთი წლის გოგონა. არაფერია ცნობილი ათეულობით ადამიანზე, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ გემზე. ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა ქვეყნებიდან თურქეთის გზით საბერძნეთში 300 ათასამდე ლტოლვილმა ჩააღწია. ისინი შემდგომ შუა ევროპის ქვეყნებში, უპირატესად, გერმანიაში ცდილობენ ჩასვლას.

XS
SM
MD
LG