Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საჰაერო თავდასხმისას მოკლეს ერაყში „სექსუალური მონობის ხელშემწყობი“ მეთაური


კოალიციურმა ძალებმა „ისლამური სახელმწიფოს“ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს საჰარო თავდასხმისას, რომელიც განხორციელდა ტალ აფარში, ერაყის ჩრდილოეთში, 10 სექტემბერს. ამის თაობაზე იტყობინება პენტაგონი. მოკლული აბუ ბაქრ ალ-ტურკმანი ჩართული იყო იეზიდი მცირეწლოვანი გოგოების ტრეფიკინგში, იტყობინება ფრანსპრესი, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. პენტაგონის წარმომადგენლის, პიტერ კუკის თქმით, ტურკმანი იყო „მმართველი ამირა“, და ერაყში ისლამური სახელმწიფოს მეთაურებთან მჭიდრო კავშირის მქონე პირი. ამავე ცნობით, ის ადრე, სანამ ისლამურ სახელმწიფოს შეუერთდებოდა, ალ ყაიდას ეკუთვნოდა. იეზიდურ უმცირესობას, რომელიც ერაყის ჩრდილოეთში ცხოვრობს და არ აღიარებს ისლამს, ისლამურმა სახელმწიფომ ხოცვა-ჟლეტა მოუწყო 2014 წელს. ათასობით იეზიდი ქალი შეიპყრეს და მათ სექსუალურ მონებად ჰყავდათ. გაეროს შეფასებით, შეიძლება, მათ მიმართ ჩადენილი სისასტიკე გენოციდს უდრიდეს.

XS
SM
MD
LG