Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოდესაში აფეთქება მოხდა


უკრაინის ქალაქ ოდესაში, უშიშროების სამსახურის შენობის წინ აფეთქება მოხდა. ინციდენტი მოხდა 27 სექტემბერს, დილით ადრე, ევრეისკაიას ქუჩაზე. გავრცელებული ცნობებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა დამონტაჟებული იყო შენობის გვერდით შესასვლელთან, რომელსაც, როგორც წესი, არ იყენებენ. აფეთქების შედეგად ახლოს მდებარე შენობებში შუშები ჩაიმსხვრა. მსხვერპლის შესახებ ცნობები არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დაიწყო გამოძიება.

XS
SM
MD
LG