Accessibility links

logo-print

კერი: აშშ და რუსეთი თანხმდებიან „ზოგ ფუნდამენტურ პრინციპზე“ სირიასთან მიმართებით


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის განცხადებით, აშშ და რუსეთი თანხმდებიან „ზოგ ფუნდამენტურ პრინციპზე“ სირიასთან მიმართებით. კერიმ ეს განცხადება გააკეთა 29 სექტემბერს ამერიკის ტელევიზიასთან საუბრისას მას შემდეგ რაც ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის პარალელურად გაიმართა აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, ბარაკ ობამასა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა. კერის თქმით, მხარეები იზიარებენ პოზიციას, რომ საჭიროა ბრძოლა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ და საჭიროა ზრუნვა სირიაში პოლიტიკურ ცვლილებაზე. მაგრამ, კერის განცხადებით, მოსკოვმა, რომელიც დამასკის რეჟიმის მთავარი მოკავშირეა, უნდა გააცნობიეროს, რომ სირიაში მშვიდობა ვერ დამკვიდრდება პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის გადადგომის გარეშე. როგორც იუწყებიან, კერი 30 სექტემბერს შეხვდება რუს კოლეგა სერგეი ლავროვს. თავის მხრივ, ლავროვმა „ძალიან კონსტრუქციული“ უწოდა ობამას და პუტინის შეხვედრას.

XS
SM
MD
LG