Accessibility links

logo-print

ავღანეთის ყალაქ კუნდუზში ბრძოლები გრძელდება


ავღანეთის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ კუნდუზში მეორე დღეა ბრძოლები გრძელდება მას შემდეგ, რაც ქალაქი თალიბანმა დაიკავა. სამშაბათს ამერიკის საჰაერო ძალებმა ორი ავიადარტყმა განახორციელეს და თავიდან აიცილეს თალიბანის მებრძოლების მიერ აეროპორტის დაკავება. ავღანეთი აცხადებს, რომ ბრძოლებში მოკლეს თალიბანის ადგილობრივი ლიდერი, თუმცა თალიბანი ამ ინფორმაციას უარყოფს. პენტაგონი აცხადებს, რომ კუნდუზის დაკავება პრობლემებს ქმნის, თუმცა დარწმუნებულია, რომ ავღანეთის უშიშროება შეძლებს ქალაქის დაბრუნებას.

XS
SM
MD
LG