Accessibility links

აშშ იძიებს ავღანეთში საავადმყოფოს დაბომბვას


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ დაწყებულია გამოძიება ავღანეთში ქალაქ ყუნდუზის საავადმყოფოს დაბომბვასთან დაკავშირებული გარემოებების დასადგენად. დამბობვის შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 19 და დაიჭრა 40-მდე ადამიანი. საავადმყოფოში, რომელზეც 3 ოქტომბერს განხორციელდა საავიაციო იერიში, ორგანიზაციის “ექიმები უსაზღვრებოდ“ წევრები მუშაობენ. ობამამ „ღრმა მწუხარება“ გამოთქვა და განაცხადა, რომ მოელის სრულ ინფორმაციას ფაქტებზე, რასაც შემდეგ დაეფუძნება სათანადო შეფასებები. ორგანიზაციის „ექიმები უსაზღვრებოდ“ ინფორმაციით, საავადმყოფო დაიბომბა საჰაერო იერიშისას და ყუნდუზზე კონტროლის დასამყარებლად თალბებსა და ნატოს მხარდაჭერით მოქმედ ავღანელ სამხედროებს შორის ბრძოლის დროს. ნატოს განცხადებით, თალიბანის წინააღმდეგ მიმართულ დარტყმას შესაძლოა მოჰყვა უდანაშაულო მსხვერპლიც.

XS
SM
MD
LG