Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო აღიარებს იმ პროგრესს, რასაც საქართველომ მიაღწია


„ჩვენი ურთიერთობა სწორ გზაზეა და საქართველო სწორ გზაზე დგას“ - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ. მისი თქმით, ნატო აღიარებს იმ პროგრესს, რასაც საქართველომ მიაღწია. თუმცა, წინ კიდევ ბევრი სამუშაოა. "ჩვენ გვჭირდება მეტი პროგრესი რეფორმების ძირითად ნაწილში, განსაკუთრებით კანონის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მხრივ", - აღნიშნა სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, სხდომაზე ალიანსის წევრებს შორის საქართველოსთან დაკავშირებით კარგი განწყობა იყო და კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესი. "დარწმუნებული ვარ, რომ მინისტრები აღიარებენ საქართველოს ამ მიღწევებს დეკემბრის მინისტერიალზე, ასევე ვარშავის სამიტზე", - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

XS
SM
MD
LG