Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მშვიდობის ნობელის პრემია „ტუნისის ეროვნული დიალოგის კვარტეტს“ მიენიჭა


2015 წლის ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა „ტუნისის ეროვნული დიალოგის კვარტეტს“, ჯგუფს, რომელმაც, ნობელის კომიტეტის განცხადებით, 2011 წლის ჟასმინის რევოლუციისა და პრეზიდენტ ზინე ელ აბიდინე ბენ ალის ჩამოგდების შემდეგ, „გადამწყვეტი წვლილი შეიტანა ტუნისში პლურალისტური დემოკრატიის განვითარებაში. „კვარტეტი“ 2013 წელს დაფუძნდა და მასში ტუნისის ოთხი ორგანიზაციაა გაერთიანებული. გამარჯვებულს დეკემბერში ოსლოში 8 მილიონი შვედური კრონი (972 ათასი ამერიკული დოლარი) გადაეცემა. მშვიდობის ნობელის პრემიის კანდიდატთა შორის წელს წარდგენილი იყო სულ 11 კანდიდატი - მათ შორის გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რომის პაპი ფრანცისკე, ამერიკელი მამხილებელი კონტრაქტორი ედუარდ სნოუდენი და რუსი ჟურნალისტი დიმიტრი მურატოვი

XS
SM
MD
LG