Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელი შეაჩერებს სანქციებს რამდენიმე ბელორუსი მოხელის მიმართ


ბრიუსელი მზად არის შეაჩეროს სანქციები 140-მდე ბელორუსი მოხელის, მათ შორის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს შემთხვევაში, იმ პირობით, თუ არ ექნება ადგილი პოლიტიკურ რეპრესიებს 11 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს. ევროკავშირის წყაროების თანახმად, ოქტომბრის ბოლოს დაიწყება და ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება იმ სანქციების შეჩერება, რაც აქტივების გაყინვასა და სამოგზაურო ვიზების გაცემაზე უარის თქმას ითვალისწინებს. იმავდროულად, ევროკავშირის შეინარჩუნებს სხვა სანქციებს, რომელთა განახლებაც ხდება ყოველი წლის ოქტომბერს 2010 წლიდან მოყოლებული, როცა ბელორუსიის ხელისუფლებამ გადამეტებული ძალითა და რეპრესიებით აღკვეთა წინა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამართული საპროტესტო მსვლელობა.ევროკავშირის მიერ ბელორუსიის მიმართ შემოღებული სანქციები 201 თანამდებობის პირსა და 18 კომპანიაზე ვრცელდება.

XS
SM
MD
LG