Accessibility links

მოსკოვში გაიხსნა ბორის ნემცოვის მემორიალი


მოსკოვში, ბორის ნემცოვის საფლავზე მემორიალი გახსნეს. ოპოზიციონერებმა ცერემონია დაამთხვიეს წელს თებერვალში მოკლული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაბადების დღეს. 9 ოქტომბერს ნემცოვს 56 წელი შეუსრულდებოდა. საფლავზე აღმართულია მუქი ვარდისფერი გრანიტის ნატეხი, წარწერით "ნემცოვი", ხოლო წარწერის გვერდით, სიმბოლურად, გაკეთებულია ხუთი პატარა ღრმული ხუთ ტყვიაზე მისანიშნებლად, რომლებიც ნემცოვს მოხვდა. ნემცოვის ხსოვნისათვის პატივის მისაგებად, მის საფლავთან ახლობლები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ. რუსეთში ხუთი პირია დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოს მკვლელობის ბრალდებით.

XS
SM
MD
LG