Accessibility links

logo-print

ავღანეთში 100-მდე თალიბი მებრძოლი გაანადგურეს


ავღანეთის პოლიციის განცხადებით, 100-მდე თალიბი მოკლეს და თითქმის 50 დაჭრეს სამხედრო ოპერაციის დროს, რომელიც ნატოს საჰაერო მხარდაჭერით განხორციელდა სამხრეთში მდებარე ყანდაარის პროვინციაში. როგორც ყანდაარის პოლიციის პრესმდივანმა, ზია დურანმა უთხრა ჩვენი რადიოს ავღანურ სამსახურს, ოპერაცია 9 ოქტომბრის შუაღამეს განხორციელდა მას შემდეგ, რაც ყანდაარში მდებარე შორაბაკის რაიონში ათობით მეამბოხე გადავიდა მეზობელი პაკისტანიდან. დურანი აცხადებს ასევე, რომ ოპერაციის დროს განადგურებულ იქნა ათობით მოტოციკლეტი და სხვა სატრანსპორტო საშუალება, ასაფეთქებელი მოწყობილობები და აღჭურვილობა, რაც მეამბოხეებს ეკუთვნოდა. ხოლო ავღანელი ჯარისკაცების რიგებში მსხვერპლი არ ყოფილა. თალიბანს ჯერ არ გაუკეთებია განცხადება ამ შეტაკების შესახებ.

XS
SM
MD
LG