Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ბესელია უპრეცედენტოდ გააქტიურებულად მიიჩნევს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობას


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობას უპრეცედენტოდ გააქტიურებულად მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია. „საკმაოდ დიდ ხნის განმავლობაში პრაქტიკულად ვერ ვხედავდით ამ სასამართლოს მუშაობის დინამიკას,ახლა კი შთამბეჭდავად სწრაფია, თუმცა ეს ძალიან ბევრ შეკითხვასაც აჩენს“, - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ. მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოეთხოვება ძალიან მაღალი სტანდარტი, რადგან კანონის კონსტიტუციურობას ამოწმებს და სწორედ ამიტომ თავად უნდა აჩვენოს უზადოდ მიღებული გადაწყვეტილებების სტანდარტი. „შეკითხვები ლოგიკურად ჩნდება და სასამართლოს პასუხისმგებლობა, უშუალო როლი და ფუნქციაა, რომ საზოგადოებაში არ დატოვოს შეკითხვები მისი მიუკერძოებლობის შესახებ", - განაცხადა ეკა ბესელიამ. მან აღნიშნა, რომ კონსტიტუციას პატივს სცემს და უშუალოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეაფასებს, თუმცა აინტერესებს ყველა გადაწყვეტილების დასაბუთება.

XS
SM
MD
LG