Accessibility links

logo-print

მარგველაშვილი ენერგოუსაფრთხოების საკითხის განხილვას ითხოვს


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ენერგოუსაფრთხოების საკითხის მთავრობის სხდომაზე განხილვას ითხოვს. აღნიშნული საკითხის საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი დაესწრებიან. ეს საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ "გაზპრომის" ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები გამართა, ხოლო "გაზპრომმა" ქართულ მხარესთან კიდევ ერთ მოსალოდნელ შეხვედრაზე გააკეთა განცხადება. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ, ვიცე-პრემიერი კახი კალაძე აღნიშნული თემის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განხილვის საჭიროებას ვერ ხედავს და ამტკიცებს, რომ ენერგოუსაფრთხოებასთნ დაკავშირებით საქართველოს არანაირი პრობლემა არ გააჩნია.

XS
SM
MD
LG