Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში საპარლამენტო არჩევნები იმართება


ეგვიპტეში იმართება საპარლამენტო არჩევნები პირველად მას მერე, რაც სამხედროებმა 2013 წელს ხელისუფლებას ჩამოაშორეს მუჰამედ მურსი, ისლამისტი პრეზიდენტი. არჩევნები ორ ნაწილად ჩატარდება. 18 და 19 ოქტომბერს კენჭისყრა გაიმართება ქვეყნის 14 პროვინციაში. მეორე ნაწილი კენჭისყრისა მოეწყობა 22-23 ნოემბერს. შედეგებს მოელიან დეკემბრის დასაწყისისთვის. ეგვიპტის მოქალაქეებს მოუწევთ 596 დეპუტატის არჩევა. არჩევნების დროს წესრიგს იცავს 185 ათასი პოლიციელი. ცნობით, ხუთი ათასი კანდიდატიდან უმეტესობა ახლანდელი პრეზიდენტის, ფათაჰ ალ სისის მომხრეები არიან. მათ შორის 417 ქალია.

XS
SM
MD
LG