Accessibility links

logo-print

რუსეთი სირიაში უკვე რამდენიმე ფრონტზე ახორციელებს შეტევებს


რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყნის საჰაერო ხომალდებმა გასული 24 საათის განმავლობაში გაანადგურა კიდევ 51 სამიზნე, რომლებიც რადიკალ-ისლამუსტური დაჯგუფების მიერ კონტროლდებოდა. მათ ირეიში მიიტანეს ჰამასა და ლატაკიას რეგიონებზე, ასევე ქალაქებზე - დამასკი და ალეპო. მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2 კვირის წინ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერი სამხედრო მოქმედებები დაიწყო, შეტევებს ახორციელებს უკვე რამდენიმე ფრონტზე ქვეყნის ტერიტორიაზე. დამკვირვებლების თქმით, რუსეთის საჰაერო მხარდაჭერით სიირიის სამხედრო ძალებმა ალეპოს რეგიონში რამდენიმე სოფელი დაიკავეს. ალეპოს სამხრეთით მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპა 17 სამხედრო პირი, 8 ჯარისკაცი და მთავრობის სამსახურში მყოფი 4 შეიარაღებული პირი. სამთავრობო ძალები აკონტროლებენ ალეპოს ნაწილს, მეორე ნაწილი კი კვლავ ამბოხებულთა მიერ არის დაკავებული.

XS
SM
MD
LG