Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის უმაღლესი სამხედრო პირი ესტუმრა ერაყს


ერაყს ესტუმრა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი ჯოზეფ დანფორდი. მისი ვიზიტის მიზანია ინფორმაციის მიღება ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციის შესახებ. აშშ-ის უმაღლეს სამხედრო თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ეს გენერლის პირველი ვიზიტია ერაყში. შტაბების უფროსთა გაერთიანებულ კომიტეტს დანფორდი 1 ოქტომბრიდან ხელმძღვანელობს. ის დღეს ჩაფრინდა ერაყის ქურთისტანის დედაქალაქ ერბილში, სადაც დაგეგმილია მისი შეხვედრა რეგიონის მთავრობის ხელმძღვანელთან მასუდ ბარზანისთან.

XS
SM
MD
LG