Accessibility links

თბილისში გრძელდება პროკურორთა კონფერენცია


თბილისში გრძელდება პროკურორთა კონფერენცია, რომლის მონაწილეები დღეს აირჩევენ საპროკურორო საბჭოს კიდევ ორ წევრს. 20 ოქტომბერს კონფერენციამ საბჭოს წევრად აირჩია პროკურორების და გამომძიებლების საინიციატივო ჯგუფების მიერ წარმოდგენილი 6 კანდიდატი. საბჭოში პროკურატურისთვის განკუთვნილი სულ 8 ადგილიდან დღეს შესავსებია აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და დასავლეთ საქართველოს საოლქო და რაიონული პროკურატურების კვოტები. პროკურატურის კანონში შეტანილი ცვლილებით, რომელიც სექტემბრის ბოლოდან ამოქმედდა, საქართველოს მთავარი პროკურორის შესარჩევად იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით უნდა შეიქმნას 15-წევრიანი საბჭო, რომლის რვა წევრი პროკურატურის თანამშრომელი უნდა იყოს, ორი - პარლამენტის დეპუტატი, ორი - მოსამართლე და ორი - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი.

XS
SM
MD
LG