Accessibility links

logo-print

იემენში დაიბომბა და განადგურდა ორგანიზაციის „ექიმები უსაზღვრებოდ“ სამედიცინო ობიექტი


ორგანიზაცია „ექიმები უსაზღვრებოდ“ აცხადებს, რომ ავიაციის ორი თავდასხმის დროს განადგურდა მისი სამედიცინო ობიექტი იემენში, საადას პროვინციაში. მსხვერპლზე ცნობაში არაფერია ნათქვამი. პირველი თავდასხმა განხორციელდა საავადმყოფოს ადმინისტრაციის საოფისე ნაწილზე, მეორე კი უშუალოდ მთავარ შენობაზე, საიდანაც მნამდე თანამშრომლები და პაციენტები გაიყვანეს. „ექიმები უსაზღვრებოდ“ იტყობინება, რომ ობიექტის 99 პროცენტი განადგურდა. საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედ კოალიციას, რომელიც იემენში შიიტ მეამბოხეებს ებრძვის, კომენტარი მომხდარზე არ გაუკეთებია. „ექიმების უსაზღვრებოდ“ საავადმყოფო 3 ოქტომბერს დაიბომბა აშშ-ის თვითმფრინავის მიერ, ავღანეთში, ყუნდუზში, სადაც 23 ადამიანი დაიღუპა. იემენში მარტის შემდეგ კონფლიქტს 2600 სამოქალაქო პირი შეეწირა. სულ დახოცილია 5600 ადამიანი.

XS
SM
MD
LG