Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთის პარლამენტმა მთავრობის გადაყენებას დაუჭირა მხარი


მოლდავეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრემიერ-მინისტრ ვალერიუ სტრელეცის მთავრობის გადაყენებას, საბანკო სექტორში მომხდარი მასობრივი მაქინაციების გამო ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტავად. მთავრობის გადაყენებას მხარს უჭერდნენ კოალიციის წევრები და პარლამენტის წინ შეკრებილი დემონსტრანტები, რომლებიც სკანდირებდნენ „ძირს ბანდიტები“, „ძირს ოლიგარქები“. კენჭისყრამდე სტრელეცი აცხადებდა, რომ არ აპირებდა გადადგომას, რადგან ეს ხელს შეუშლიდა საერთაშირისო სავალუტო ფონდთან დაწყებულ ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს.

XS
SM
MD
LG