Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ საელჩო: პოლიტიკაში ძალადობის მხარდაჭერა მიუღებელია


"ჩაწერილი საუბრების გადამოწმების საშუალება არ გვაქვს, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი მხარის მიერ პოლიტიკაში ძალადობის მხარდაჭერა მიუღებელია“, - ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ, სავარაუდოდ, უკრაინულ ვებგვერდზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადებაში. საელჩო მიესალმება, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ოპოზიციის ლიდერების განცხადებებს, რომლებიც მოსახლეობას სიმშვიდისა და თავშეკავებისაკენ მოუწოდებენ. „ეს განცხადებები მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავე დროს საჭიროა დიალოგი და პოლიტიკური და მედიასივრცეების გაფართოება და არა შეზღუდვა", - ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში, რომლის ტექსტსაც ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

XS
SM
MD
LG