Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბან კი მუნი: ასადის საკითხმა არ უნდა შეაფერხოს მოლაპარაკებები


გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის თქმით, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის თაობაზე უთანხმოებამ არ უნდა შეაფერხოს შემდგომი მოლაპარაკებები, რომელიც სირიის კონფლიქტის დასრულებას ისახავს მიზნად. 31 ოქტომბერს ბანმა რეპორტიორებს უთხრა, რომ „პრეზიდენტ ასადის მომავალი სირიელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს.“ სირიის კონფლიქტზე მოლაპარაკებებში 17 ქვეყნის, მათ შორის პირველად ირანის, დიპლომატები მონაწილეობენ. რუსეთი და ირანის მხარს უჭერენ ბაშარ ალ ასადს, ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები კი მიიჩნევენ, რომ ასადი არ უნდა იყო ომის შემდგომი სირიის ხელისუფლების ნაწილი.

XS
SM
MD
LG