Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანკტ-პეტერბურგში გადაასვენეს ავიაკატასტროფისას დაღუპული 144 ადამიანის გვამი


კაიროდან სანკტ-პეტერბურგში გადაასვენეს ეგვიპტეში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული 144 ადამიანის გვამი. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, ცხედრების ამოცნობის პროცედურა დაიწყება. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მეორე თვითმფრინავს დაღუპულთა გვამებით, სანკტ-პეტერბურგის აეროპორტში დღეს საღამოს ელოდებიან. რუსეთის ავიაკომპანიის „კოგალიმავიას“ კუთვნილმა აერობუსმა, რომელიც ეგვიპტის საკურორტო ქალაქ შარმ-ალ-შეიხიდან სანკტ-პეტერბურგში მიემგზავრებოდა, კატასტროფა 31 ოქტომბერს განიცადა. დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 224-ივე ადამიანი. მათი უმრავლესობა რუსეთის მოქალაქე იყო, ოთხი უკრაინის და ერთი ბელორუსიის. კატასტროფის რაიონში აღმოჩენილი საბორტო თვითჩამწერების, ე.წ. შავი ყუთების მონაცემთა გაშიფვრას განაგრძობს რუსი, ეგვიპტელი და ფრანგი სპეციალისტებით დაკომპლექტებული საერთაშორისო კომისია. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ჰაერში აერობუსის ნაწილებად დაშლა. გაზეთ „კომერსანტის“ ცნობით, ექსპერტები ასახელებენ კატასტროფის სამ ვერსიას - საბარგო ნაწილში ბომბის აფეთქებას, კონსტრუქციის გეომეტრიის დარღვევას და ძრავის გაუმართაობას.

XS
SM
MD
LG