Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სატელიტური სურათები მიანიშნებს, რომ ეგვიპტეში ავიაკატასტროფა აფეთქებამ გამოიწვია


აშშ-ის სატელიტური სურათების საფუძველზე ვარაუდობენ, რომ 31 ოქტომბერს ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულზე რუსეთის სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფა აფეთქებამ გამოიწვია. ეს ინფორმაცია კიდევ უფრო საეჭვოს ხდის ექსტრემისტების განცხადებას ავიალაინერის რაკეტით ჩამოგდების თაობაზე. აშშ-ის თავდაცვის უწყების მაღალი რანგის წარმომადგენელმა 2 ნოემბერს გამოაცხადა, რომ ინციდენტის ადგილას თვითმფრინავის ყოფნის დროს ინფრაწითელი ტექნოლოგიით გადაღებულმა სურათებმა სიმხურვალის ტალღა დააფიქსირა, რაც მიანიშნებს, რომ თვითმრინავი შიგნიდან განადგურდა ბომბის, ან საწვავის კონტეინერის აფეთქების შედეგად. ამავე წყაროს ცნობით, არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ თვითმფრინავი რაიმე სახის რაკეტამ ჩამოაგდო. მას შემდეგ, რაც რუსეთის ავიაკომპანიის კუთვნილმა თვითმფრინავმა - A321-200 ტიპის "აერობუსმა" - ეგვიპტეში კატასტროფა განიცადა და დაიღუპა ავიალაინერში მყოფი 224-ვე ადამიანი, ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ მოკავშირე ჯგუფმა იკისრა პასუხისმგებლობა მის ჩამოგდებაზე. ექსპერტები აქამდეც გამოთქვამდნენ ეჭვს, რომ ექსტრემისტების ხელთ არის იმ ტიპის რაკეტები, რომლებითაც მისწვდებოდნენ ჰაერში 9100 მეტრის სიმაღლეზე მყოფ თვითმფრინავს.

XS
SM
MD
LG