Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აცხადებს, რომ სირიელ ოპოზიციონერებთან თანამშრომლობს


რუსეთის სამხედრო წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სირიაში „ტერორისტების პოზიციებზე“ საჰაერო იერიში განახორციელეს პირველად იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც მიიღეს ზომიერი ოპოზიციონერი მებრძოლებისაგან. სირიაში ეს მებრძოლები უპირისპირდებიან როგორც ისლამისტ ექსტრემისტებს, ისე სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს. რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წევრმა, გენერალმა ანდრეი კარტაპოლოვმა 3 ნოემბერს გამოაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა მიაღწიეს შეთანხმებას ტერორისტების წინააღმდეგ ერთობლივ ოპერაციებზე და დაამყარეს კომუნიკაცია ზომიერ ოპოზიციონერ მებრძოლებთან, რომლებისაგანც იღებენ ინფორმაციას გასანადგურებელ ობიექტებზე. აშშ-სა და მის მოკავშირეებს, რომლებიც ცალკე ახორციელებენ საჰაერო იერიშებს „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების წინააღმდეგ, რუსეთი ბევრჯერ დაუდანაშაულებიათ სირიაში ზომიერ ოპოზიციონერებზე თავდასხმაში მოსკოვის მოკავშირე პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის გასაძლიერებლად.

XS
SM
MD
LG