Accessibility links

logo-print

ინტერნეტში გავრცელდა დათა ახალაიას სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერი


უკრაინულმა ინტერნეტპორტალმა გამოაქვეყნა, სავარაუდოდ, საქართველოს შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსან დათა ახალაიასა და ადვოკატ რომეო საჯაიას შორის სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერი. ახალაია და საჯაია ხალხის მობილიზების შესახებ საუბრობენ. როგორც საჯაია ახალაიას ეუბნება, სამეგრელოში, ხობის გარდა, მობილიზებულია 400 ადამიანი, მათ შორის მისი ოფისიდან. ასევე საუბარია ვინმე ჭაკუას მიერ მობილიზებულ ხალხზე. მანამდე ახალაია და საჯაია ლაპარაკობენ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ ვითარებაზე. დათა ახალაია ამჟამად, სავარაუდოდ, საბერძნეთში იმყოფება.

XS
SM
MD
LG