Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში პოლიციის სამმართველოს უფროსი გადადგა ადვოკატის ცემის ფაქტთან დაკავშირებით


თბილისის პოლიციის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსმა გოჩა კასრაძემ თანამდებობა დატოვა პოლიციის განყოფილებაში ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების გამო. მედიასაშუალებების ინფორმაციით, გამოძიების დასრულებამდე ის კადრების განყოფილებაშია გადაყვანილი. ადვოკატი გიორგი მდინარაძე აცხადებს, რომ მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, დილის საათებში სცემეს ვაკე-საბურთალოს პოლიციის V განყოფილების შენობაში. მას არაერთი დაზიანება აღენიშნებოდა. მდინარაძე აცხადებს, რომ 8 ნოემბერს, დაახლოებით 2:15 საათზე მივიდა პოლიციის შენობაში არასრულწლოვანი პირის ინტერესების დასაცავად. დაკითხვის პროცესის დაწყებამდე მან გამომძიებელს განუცხადა, რომ არასრულწლოვანი იყენებდა დუმილის უფლებას. პოლიციის თანამშრომლებმა არასრულწლოვანი ცალკე ოთახში სასაუბროდ გაიყვანეს, შემდეგ ადვოკატის მიმართ აგრესია გამოხატეს.

XS
SM
MD
LG