Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ორ ქალაქში 29 ნოემბერს ჩატარდება ადგილობრივი არჩევნები


უკრაინის პარლამენტმა 29 ნოემბერი განსაზღვრა ადგილობრივი არჩევნების ვადად აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ მარიუპოლისა და ქალაქ კრასნოარმიისკისთვის. ამომრჩევლებს ამ ორ ქალაქში, რომელიც ეკუთვნის ძირითადად სეპარატისტების მიერ გაკონტროლებულ დონეცკის ოლქს, მაგრამ უკრაინის მთავრობის ხელშია, გასულ თვეში უნდა მიეღოთ მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში. მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, „საარჩევნო ბიულეტენებთან დაკავშირებული პრობლემების“ გამო, ასობით საარჩევნო უბანი დახურული დარჩა. უკრაინის ადგილობრივი არჩევნები არ გამართულა არც რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების მიერ გაკონტროლებულ ტერიტორიებზე დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში. სეპარატისტების ლიდერები აცხადებენ, რომ მომავალ წელს ჩაატარებენ ადგილობრივ არჩევნებს.

XS
SM
MD
LG