Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოტარიუსთა პალატა ბოდიშის მოხდას ითხოვს ნიკა გვარამიასგან


საქართველოს ნოტარიუსთა პალატა საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს ნიკა გვარამიასგან "რუსთავი 2"-ის ეთერში ნიკა გვარამიასა და ზაალ უდუმაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა განმარტავს, რომ განცხადებაში საუბარი იყო თითქოსდა არაკანონიერად დამოწმებულ სანოტარო აქტზე, კერძოდ, მინდობილობაზე.„სამოქალაქო კანონმდებლობის თანახმად, მინდობილობაცალმხრივი გარიგებაა, რომლითაც ერთი (ან რამდენიმე) პირის მიერ ცალმხრივად ხდება ნების გამოვლენა ნოტარიუსის წინაშე. მინდობილი პირის ინფორმირება არ წარმოადგენს ნოტარიუსის კომპეტენციას და მით უფრო, ასეთი სახის ვალდებულებას კანონი არ იცნობს“ -ნათქვამია ნოტარიუსთა პალატის 11 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG