Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბან კი მუნი სირიის კრიზისის გადასაჭრელად დროული ნაბიჯების გადადგმას ითხოვს


გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან სირიის კრიზისის გადასაჭრელად საჩქარო და ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმას ითხოვს. ამის შესახებ გენერალურმა მდივანმა გუშინ, "დიდი ოცეულის" სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. "განსაკუთრებით მივმართავ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ჯონ კერის, რათა მათ დააჩქარონ ურთიერთქმედება სირიის პრობლემასთან მიმართებაში. ახლა დადგა დრო, როდესაც მათ და მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ კოლექტიურად უნდა იმოქმედონ. საჩქაროდ უნდა გამოინახოს სირიის პრობლემის გადაჭრის გზები და დასრულდეს ძალადობა", - აღნიშნა ბან კი მუნმა.

XS
SM
MD
LG