Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კვირიკაშვლი შეხვდება ევროკავშირის სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრებს


ბრიუსელში იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვლი, რომელიც დღეს შეხვდება ევროკავშირის სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეები განიხილავენ ასოცირების შეთანხმების და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების საკითხებს და ევროკომისიის ანგარიშს, რომელიც დეკემბერში გამოქვეყნდება. შეხვედრის დღის წესრიგშია საქართველოში მიმდინარე პროცესებიც, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება.

XS
SM
MD
LG