Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში იმყოფება საქართველოს სამთავრობო დელეგაცია


ბრიუსელში იმყოფება საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით. დღეს გაიმართება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეორე შეხვედრა, რომელზეც ქართული მხარე ანგარიშს წარმოადგენს. შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის და ევროკომისრის იოჰანეს ჰანის ერთობლივი ბრიფინგი. ბრიუსელში ორდღიანი ვიზიტისას საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვდება ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ფრანს ტიმერმანს და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეს დონალდ ტუსკს.

XS
SM
MD
LG