Accessibility links

პარიზში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაიღუპა, სულ ცოტა, ორი ადამიანი


საფრანგეთის ანტიტერორისტული პოლიცია რეიდს ახორციელებს პარიზში 13 ნოემბრის ტერაქტებთან დაკავშირებით. სენ-დენის რაიონში დღეს დილას დაწყებული ოპერაციის მსვლელობაში აფეთქებები და სროლა ისმოდა. პოლიციის ცნობით, მთავარი მიზანია, შეიპყრონ 13 ნოემბრის ტერაქტების ორგანიზატორად მიჩნეული პირი, აბდელჰამიდ აბაუდი. პარიზის პროკურატურის ცნობით, დაიღუპა ორი ეჭვმიტანილი, მათ შორის ქალი, რომელმაც თავი აიფეთქა. დაკავებულია ხუთი ადამიანი. დაიჭრა სამი პოლიციელი. ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფო" აცხადებს, რომ მისმა წევრებმა მოაწყეს 13 ნოემბრის ტერაქტები პარიზში, სადაც დაიღუპა 129 და დაიჭრა 350-ზე მეტი ადამიანი. სამართალდამცველების ინფორმაციით, თავდასხმებში მონაწილეობდა, სულ ცოტა, რვა ადამიანი.

XS
SM
MD
LG