Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტი აქებს მოსკოვის როლს სირიაზე მოლაპარაკებაში


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აქებს რუსეთის როლს მოლაპარაკებაში, რომლის მიზანიც არის სირიის კრიზისისთვის ბოლოს მოღება. ფილიპინებში ვიზიტისას, 18 ნოემბერს მანილაში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლის დროს, ობამამ გამოთქვა ასევე სურვილი, რომ მოსკოვი სირიის პრეზიდენტის რეჟიმის მხარდაჭერის ნაცვლად გადაერთოს ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაზე. ობამას თქმით, ჯერ კიდევ არსებობს მოსკოვთან აზრთა სხვაობა სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის ბედის გარშემო. თუმცა, მოსკოვი კონსტრუქციული პარტნიორია ვენის მოლაპარაკებაზე, სირიაში კონფლიქტის პოლიტიკურად მოგვარების ძიებისას.

XS
SM
MD
LG