Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალიში თავს დაესხნენ ფეშენებელურ სასტუმროს


მალიში შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ სასტუმროს, რომელშიც ბევრი უცხოელი ჩერდება ხოლმე. დედაქალაქ ბამაკოში, 190-ოთახიან „რედისონ ბლუ“-დან, როგორც იუწყებიან, ავტომატური იარაღიდან სროლის ხმა ისმის. სასტუმროს ინფორმაციით, ორ თავდამსხმელს მძევლად ჰყავს აყვანილი 140 სტუმარი და სასტუმროს 30 თანამშრომელი. ისლამისტ მებრძოლებს, რომელთა ნაწილსაც კავშირი აქვს ალ-ყაიდასთან, 2012 წელს თითქმის მთელი წელი ჰქონდათ დაპყრობილი ჩრდილოეთი მალი, ვიდრე მათ განდევნიდნენ 2013 წლის იანვარში საფრანგეთის ხელმძღვანელობით დაწყებული ოპერაციის შედეგად. მას შემდეგ ისლამისტები თავდასხმებს ახორციელებენ მალიში.

XS
SM
MD
LG