Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმში მოსახლეობის უმეტესობა ელექტროენერგიის გარეშეა გადამცემი ანძების აფეთქების შემდეგ


უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მაღალი ძაბვის დაზიანებული გადამცემი ოთხი ანძიდან, მხოლოდ ერთი შეკეთებაა შესაძლებელი. ყირიმის ნახევარკუნძულის მოსახლეობის სამი მეოთხედი ელექტროენერგიის გარეშეა 23 ნოემბერს ხერსონის რეგიონში მაღალი ძაბვის ოთხი გადამცემები ანძის აფეთქების შედეგად. მინიტრის, არსენი ავაკოვის თქმით, არეალში შესაძლებელი ნაღმების არსებობა და თავდასხმაბის საფრთხე შეუძლებელს ხდის შეკეთების სამუშაოების ჩატარებას. ყირიმში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, და ქალაქებს, სიმფეროპოლს, იალტას და საკის, ასევე რუსეთის ფლოტის ობიექტებს, გაზის გენერატორებით გამომუშავებული ელექტროდენი მიეწოდებათ. მართალია, ყირიმი მოსკოვის მიერ არის ანექსირებული შარშან მარტის შემდეგ, თავის რეგიონს, ყირიმს, უკრაინა ამარაგებდა ელექროენერგიით. დენის მიწოდება უკრაინის ხერსონის რეგიონიდან მაღალი ძაბვის გადამცემები ხაზების გზით ხდებოდა. 20 და 21 ნოემბერს მოხდა ამ ხაზების ანძების აფეთქება. ამასთან, იტყობინებიან, რომ ყირიმელ თათარმა აქტივისტებმა ინჟინრებს ხელი შეუშალეს მისულიყვნენ დაზიანებულ ობიექტებზე და შეეკეთებინათ ისინი.

XS
SM
MD
LG