Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ესტუმრა ევროკომისარი იოჰანეს ჰანი


საქართველოს ესტუმრა ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი. ევროკომისარი დღეს მონაწილეობას მიიღებს "აღმოსავლეთის პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის მეექვსე შეხვედრაში. 27 ნოემბერს დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. ამასთანავე, ევროკომისარი მონაწილეობას მიიღებს საჯარო ღონისძიებაში: "ახალი ევროპული სამეზობლო პოლიტიკა და რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივები".

XS
SM
MD
LG