Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევი აცხადებს, რომ რუსეთი შეუწყვეტს ქვანახშირის მიწოდებას


უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის ვოლოდიმირ დემჩიშინის განცხადებით, რუსეთმა დაიწყო უკრიანისათვის ქვანახშირის მიწოდების მკაცრად შეზღუდვა მას შემდეგ, რაც კრემლი დასჯით დაემუქრა კიევს ანექსირებული ყირიმისათვის დენის მიწოდების შეწყვეტის გამო. დემჩიშინმა 27 ნოემბერს პარლამენტს მოახსენა, რომ პრორუსულად განწყობილმა სეპარატისტებმა, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში ქვანახშირის მაღაროებს აკონტროლებენ, ასევე შეწყვიტეს ქვანახშირის მიწოდება. თუმცა, უკრაინელმა მინისტრმა თქვა, რომ დეკემბრისათვის ელოდება ქვანახშირით დატვირთულ ორ გემს სამხრეთ აფრიკიდან, რაც 45-50 დღის განმავლობაში უზრუნველყოფს ენერგოსისტემის სტაბილურობას.

XS
SM
MD
LG