Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი უარს ამბობს ერდოანთან შეხვედრაზე


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ შეხვდება თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოანს პარიზში, გაეროს კლიმატის სამიტის კულუარებში. ამის შესახებ ჟურნალისტებს კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განუცხადა და დასძინა, რომ პუტინის გრაფიკში არ შედის არც შეხვედრა და სატელეფონო საუბარი თურქ კოლეგასთან. ამასთან პესკოვმა დაადასტურა ცნობა პარიზში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების მოსალოდნელ შეხვედრაზე. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოანმა უარი თქვა, ბოდიში მოეხადა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო, რაც, ანკარის მტკიცებით, სამხედრო საშუალებების გამოყენებით ქვეყნის თავდაცვის ნორმათა სრული დაცვით მოხდა.

XS
SM
MD
LG