Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქალაქო სასამართლომ ზურაბ ადეიშვილს დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა


საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს აღკვეთის ზომად პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა თბილისის საქალაქო სასამართლომ. ზურაბ ადეიშვილი და საქართველოს შს-თა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი პროკურატურის მიერ ბრალდებულნი არიან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით 2004 წელს ჩადენილ სისტემურ დანაშაულში, რომელიც მიზნად ისახავდა მოქალაქეებისათვის ქონების იძულებით ჩამორთმევას. პროკურატურის ინფორმაციით, ადეიშვილის და მერაბიშვილის მიერ წინასწარ შეთანხმებული სქემით, რომელშიც სამართალდამცავებთან ერთად მონაწილეობდა ეროვნული ბანკი, მოქალაქეებს თეიმურაზ მეგრელიშვილს და ნოდარ მოდებაძეს იძულებით ჩამოართვეს თელავში მდებარე აკურის ღვინის ქარხანა. ამავე საქმეზე ბრალდებული, რამდენიმე მუხლით უკვე გასამართლებული ვანო მერაბიშვილის წინასასამართლო სხდომა 2016 წლის 12 იანვარს დაინიშნა.

XS
SM
MD
LG