Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალიფორნიაში თავდასხმის შემდეგ ობამა აცხადებს, რომ აშშ-ის ტერორიზება შეუძლებელია


აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას განცხადებით, ფედერალური გამომძიებლები დაადგენენ რა მოტივაცია ამოძრავებდა კალიფორნიაში ცოლ-ქმარს, რომელმაც 14 ადამიანი დახოცა. „ჩვენ ძლიერები ვართ. გამძლეები ვართ. ჩვენი ტერორიზება არ გამოვა“ - განაცხადა ობამამ თავის ყოველკვირეულ მიმართვაში 5 დეკემბერს. ტაშფინ მალიკი და სიედ ფარუკი პოლიციასთან სროლის დროს დაიხოცნენ, კალიფორნიაში, სან ბერნარდინოს სოციალური მომსახურების სააგენტოში 2 დეკემბერს მომხდარი თავდასხმის შემდეგ. გამოძიების ფედერალური ბიურო სროლას „ტერორიზმის აქტის“ სტატუსით იძიებს, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობა, რომ მალიკმა სოციალური მედიით ერთგულება გამოუცხადა ექსტრემისტული ჯგუფის, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერს. „სრულიად შესაძლებელია, რომ ამ ორი თავდამსხმელის რადიკალიზაცია მოხდა ტერორის ამ აქტის ჩადენის მიზნით“, განაცხადა ობამამ და დასძინა, ამ ვარაუდის დადასტურება „კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საფრთხეს, რომელზეც წლებია კონცენტრირებული ვართ - ძალადობრივი იდეოლოგიების გავრცელების საფრთხესო“.

XS
SM
MD
LG