Accessibility links

რუსეთი თურქეთთან დაპირისპირებას გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გაიტანს


რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს სთხოვა, გამართოს დახურულ კარს მიღმა მსჯელობა 8 დეკემბერს სირიასა და ერაყში თურქეთის სამხედრო მოქმედების გამო. მსჯელობას გაუძღვება აშშ, რომელიც ამ ეტაპზე ხელმძღვანელობს საბჭოს. დიპლომატები მოელიან, რომ შეეხებიან თურქეთის მიერ რუსეთის თვითმფრინავის ჩამოგდების საკითხს. ეს ინციდენტი 24 ნოემბერს მოხდა, რის გამოც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაიძაბა. ანკარა ამტკიცებს, რომ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი მის საჰაერო სივრცეში შეიჭრა, რუსეთი კი ირწმუნება, რომ თვითმფრინავი სირიის საჰაერო სივრცეში იყო. ერაყმაც დაადანაშაულა თურქეთის მის ტერიტორიაზე ჯარს შეყვანის გამო და ულტიმატუმი წაუყენა ანკარას, რომ გაიყვანოს ჯარი, თორემ საკითხს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გაიტანს. თურქეთმა განაცხადა, რომ არ გაიყვანს ჯარს, რომელიც ერაყელებს წვრთნის „ისლამურ სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საბრძოლველად

XS
SM
MD
LG