Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანელი ექვსი ლტოლვილი ბავშვი დაიღუპა თურქეთის სანაპიროსთან


სტამბოლიდან იტყობინებიან, რომ ექვსი ავღანელი ბავშვი, მათ შორის ექვსი თვის ჩვილი, დაიღუპა ეგეოსის ზღვაში, თურქეთის სანაპიროსთან, ნავის გადაბრუნების შედეგად. ცნობით, მოხერხდა ნავზე მყოფი რვა ადამიანის, მათ შორის ერთი 12 წლის ბიჭის გადარჩენა. წელს, თითქმის 500 ათასმა მიგრანტმა, უმეტესობა სირიიდან, ავღანეთიდან და პაკისტანიდან იყვნენ, საკუთარ სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებით, მცირე ნავებით გადაკვეთა ზღვა თურქეთიდან საბერძნეთში გადასასვლელად და შემდეგ უკვე ევროპის მდიდარ ქვეყნებში თავშესაფრის მოსაპოვებლად. წელს გერმანიამ უკვე გაატარა რეგისტრაციაში 900 ათასზე მეტი მიგრანტი. თურქეთმა ევროკავშირთან შეათანხმა, რომ ევროპისკენ მიმავალი ლტოლვილების ტალღას შეასუსტებს და სამ მილიარდ დოლარს გადაურიცხავენ საფინანსო დახმარების სახით ლტოლვილების მისაღებად.

XS
SM
MD
LG