Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აპირებს სირიიდან 700 ათასამდე ტონა ციტრუსის იმპორტს


სირიის სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ფარეს ჩეჰაბი აცხადებს, რომ ქვეყანა მოახდენს რუსეთში 700 ათას ტონამდე ციტრუსის ექსპორტს მას შემდეგ, რაც მოსკოვმა აკრძალა თურქეთიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტი. ჩეჰაბიმ 8 დეკემბერს გამოაცხადა, რომ ციტრუსების პირველი პარტია უკვე გაგზავნილია რუსეთში. იუწყებიან აგრეთვე, რომ სირიელი ბიზნესმენები ემზადებიან მოსკოვში გასამგზავრებლად და „თანამშრომლობის შესაძლებლობების შესასწავლად მას შემდეგ, რაც მოსკოვმა სანქციები დაუწესა ანკარას“. დამასკის სამრეწველო პალატის ხელმძღვანელის, სამერ დებეშის განცხადებით, სანქციები ქმნის „რეალურ შესაძლებლობას სირიული პროდუქციისათვის“. რუსეთმა გასულ თვეში დაუწესა თურქეთს ეკონომიკური სანქციები მას შემდეგ, რაც თურქეთმა სირიასთან საზღვარზე ჩამოაგდო რუსეთის ავიაგამანადგურებელი. ამ ინციდენტის შედეგია მწვავე დაპირისპირება რუსეთსა და თურქეთს შორის.

XS
SM
MD
LG