Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი დააპატიმრეს


ბაქოში დააპატიმრეს აზერბაიჯანის ოპოზიციურ პარტია "სახალხო ფრონტის" თავმჯდომარის მოადგილე ფუად ყარამანლი, გასულ თვეში ბაქოს მახლობლად ჩატარებულ უშიშროების ოპერაციებთან დაკავშირებით. 8 დეკემბერს სასამართლომ მას სამი თვით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. როგორც ჩვენს რადიოს უთხრა ყარამანლის ადვოკატმა, ფაჰრადინ მეჰდიევმა, მის კლიენტს წაუყენეს მთავრობის დამხობისაკენ საჯაროდ მოწოდების, ისევე როგორც ეთნიკური, რელიგიური და სოციალური სიძულვილის გაღვივების ბრალდებები. მეჰდიევის განმარტებით, ყარამანლის დაპატიმრება უკავშირდება მის კომენტარებს სოციალურ ქსელ ფეისბუკში, როცა ის გამოეხმაურა ბაქოსთან მდებარე სოფელ ნარდარანში ბოლოხანს ჩატარებულ უშიშროების ოპერაციას. მთავრობის განცხადებით, "რელიგიური ექსტრემისტები საწინააღმდეგო" ოპერაციის შედეგად 26 ნოემბერს დაიღუპა შვიდი ადამიანი, მათ შორის ორი პოლიციელი.

XS
SM
MD
LG