Accessibility links

logo-print

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ვაშინგტონში ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდნენ


ვაშინგტონში იმყოფებიან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, რომლებიც ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდნენ. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველოს სუვერენიტეტის და დემოკრატიის საკითხები. "ჩვენი მთავარი მიზანია, საქართველოს მიმართ ყურადღება რაც შეიძლება მაღალ დონეზე შენარჩუნდეს და როგორც პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიციური ძალა ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ" - განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი კანდელაკმა. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, აშშ-ში შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ნატოს ვარშავის სამიტისთვის მზადებაა. "საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს აშშ-ის მხარდაჭერას უსაფრთხოების კუთხით და ოკუპაციის შესაჩერებლად", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

XS
SM
MD
LG